ბათუმში კონფერენცია

ბათუმში კონფერენცია "საქართველოს ევროპული გზა" იხსნება

ბათუმში დღეს იხსნება კონფერენცია სახელწოდებით - "საქართველოს ევროპული გზა: ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპელი პარტნიორები-ვილნიუსის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისკენ". როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კონფერენცია უკვე მეათედ იმართება და მას განსაკუთრებით მაღალი დონის სტუმრები ჰყავს.
ფანჯიკიძის განცხადებით, კოფერენციას, ევროკომისრის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულეს გარდა, ესტონეთის, სლოვაკეთის და ბულგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრებიც ესწრებიან.

რაც შეეხება კონფერენციას, მას საქართველოს პრემიერ- მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და შტეფან ფულე გახსნიან.

"აქედან გამომდინარე, უნდა ველოდოთ ძალიან სანტერესო მოხსენებებს, საინტერესო დისკუსიებს. ყველა მინისტრი გამოვა სიტყვით და გარდა ამისა, მოსალოდნელია რამდენიმე საინტერესო შეხვედრა", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.