"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი" (NDI) დღეს, ივნისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს გამოაქვეყნებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ორგანიზაციიდან აცნობეს, კვლევის პრეზენტაცია 12:00 საათზე, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართება.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 12-26 ივნისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,338 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (შიდა) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი CRRC.
პრეზენტაციაზე მხოლოდ მედიასაშუალებები არიან მიწვეული.