გელა გელაშვილი - არ მოხდება და ნუ ელოდებით, რომ ქვეყანა აირევა

გელა გელაშვილი - არ მოხდება და ნუ ელოდებით, რომ ქვეყანა აირევა

წარმოიდგინეთ, ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილისნაირი, ირაკლი ღარიბაშვილი კი ვანო მერაბიშვილისნაირი რომ ყოფილიყო, ერთ ადგილას ცოცხებით ფარშევანგებივით როგორ უნდა გერბინათ - ამ სიტყვებით უმცირესობის წევრებს სიღნაღის მაჟორიტარმა დეპუტატმა "ქართული ოცნებიდან" გელა გელაშვილმა მიმართა.

განცხადება მან პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც 7 ივლისს, დინამო "არენასთან" მომხდარ ინციდენტზე მსჯელობა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე წარიმართა.

"ნაციონალური მოძრაობის" გარკვეულმა ჯგუფმა პროვოკაციებს თავი დაანებეთ. არ მოხდება და ნუ ელოდებით, რომ აირევა ქვეყანა. ამ მივცემთ არავის უფლებას, რომ ქვეყანა არიოს. მადლობა მოიხადეთ, რომ ასეთი პოლიცია გყავთ. არ არის თვენი სახსენებლი პოლიცია და შინაგან საქმეთა მინისტრი. ერთი წუთით წარმოიდგინეთ, ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილისნაირი, ირაკლი ღარიბაშვილი ვანო მერაბიშვილისნაირი რომ ყოფილიყო, ცოცხებით ერთ ადგილას ფარშევანგებივით როგორ უნდა გერბინათ?! სანთელი აანთეთ, რომ რაიმე არ მოხდეს, ირაკლი ღარიბაშვილი არ გადადგეს და შემთხვევიც ჩვენც ვანო მერაბიშვილსნაირი და სანოძისნაირი არ შემოგვეპაროს. ილოცეთ, რომ ასეთი მინისტრი გვყავს!", - მიმართა გელაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს.