სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი დავით კირვალიძე შინაგან საქმეთა მინისტრსა და მთავარ პროკურორს მიმართავს და სამინისტროს დაკავებულ მაღალჩინოსნებთან დაკავშირებული საქმის სწრაფად გამოძიებას ითხოვს.
აღნიშნულთან დაკავშირებით კირვალიძემ თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ გაკეთებულ პირველ კომენტარში განაცხადა.
"2 მაისიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც თანამდებობა დავტოვე, ამ საკითხზე კომენტარი არ გამიკეთებია, იმის გამო, რომ გამოძიება მალე უნდა დასრულდეს და სამართალი დადგეს. დღევანდელი ფაქტი ძალიან ცუდია. მივმართავ მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილს და შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, სამართლებრივად სწრაფად იყოს გამოძიებული ეს საქმე, რაც ჩვენს ინტერესებშიც შედის. მოგეხსენებათ, ამასთან დაკავშირებით კიდევ 5 ადამიანია წინასწარ პატიმრობაში. მჯერა, სამართალი მალე დადგება და ისინი სასჯელაღსრულების დაწესებულებას მალე დატოვებენ", - აღნიშნა კირვალიძემ.
კითხვაზე, სავარაუდოდ რატომ ითხოვდნენ მამუკა ივანიაძისგან დავით კირვალიძის საწინააღმდეგო ჩვენების მიცემას, სოფლის მეურნეობის ყოფილმა მინისტრმა კომენტარი არ გააკეთა.