გიორგი მარგველაშვილი:  დავტოვებ თანამდებობას, რადგან ჩვენს პოლიტიკურ გუნდს უნდა ახალი სტანდარტების შემოტანა

გიორგი მარგველაშვილი: დავტოვებ თანამდებობას, რადგან ჩვენს პოლიტიკურ გუნდს უნდა ახალი სტანდარტების შემოტანა

დავტოვებ თანამდებობას, რამდენადაც ჩვენს პოლიტიკურ გუნდს უნდა ახალი სტანდარტების შემოტანა, - ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა და "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, ის დაამთავრებს დაწყებულ პროექტებს, შემდეგ კი დატოვებს მინისტრის თანამდებობას და დაიწყებს აქტიურ საარჩევნო კამპანიას.

"დაახლოებით ერთი კვირის წინ გავაკეთე განცხადება იმის თაობაზე, რომ კანონი არ მავალებს, დავტოვო თანამდებობა, მაგრამ მე დავტოვებ თანამდებობას, რამდენადაც ჩვენს პოლიტიკურ გუნდს უნდა ახალი სტანდარტების შემოტანა და ახალი კულტურის შემოტანა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. განცხადება თანამდებობიდან წასვლის თაობაზე ეხმიანება იმ პრინციპებს და იმ პოზიციას, რომელსაც აყალიბებს ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ასე რომ, რამდენიმე დღეში, ეს არის დამოკიდებული იმაზე, რამდენად სწრაფად მოვახერხებ დაწყებული პროექტების დამთავრებას, დავტოვებ მინისტრის თანამდებობას და დავიწყებ აქტიურ საარჩევნო კამპანიას", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. მისივე თქმით, თუ ვინ იქნება განათლების ახალი მისნისტრი, ამის დასახელება პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა.