„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში ქ. ვილნიუსში გაიმართა ენერგეტიკის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული მეცხრე შეხვედრა. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პარლამენტის საფინასო საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარე დავით ონოფრიშვილი, რომელიც ამ შემთხვევაში წარმოადგენდა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ენერგეტიკული კომიტეტს ვიცე თავჯდომარის რანგში.
მოხსენება ეხებოდა „ენერგო უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების (აზერბაიჯანი, ბელორუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი, მოლდოვა, უკრაინა) თანამშრომლობას. მნიშვნელოვან პრიორიტეტებად იქნა მიჩნეული ენერგობაზრების მომავალი ინტეგრირება, ერთიანი პრინციპებისა დადგენა ორგანიზაციულ, გარემოსდაცვით და უსაფრთხოების საკითხეში; საკანონმდებლო ბაზის ჰარმონიზება და სხვა.
შეხვედრაში მონაწილეობას ღებულობდენენ ევროკავშირის, ევროპარლამენტის და ევროკომისიის წარმომადგენლები. სხდომას თავჯდომარეობდა ევროკომისიის ენერგეტიკის მიმართულების გენარალური დირექტორის მოადგილე ფაბრიციო ბარბასო.