დავით უსუფაშვილი პრეზიდენტს ურჩევს, თანაპარტიელებს წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება აცადოს

დავით უსუფაშვილი პრეზიდენტს ურჩევს, თანაპარტიელებს წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება აცადოს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პრეზიდენტის კატეგორიულ მოთხოვნაზე, მთავრობამ კბილაშვილის გადაყენების დოკუმენტი წარადგინოს, კომენტარს არ აკეთებს. 

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტის განცხადებებზე კომენტარს არ გააკეთებს, რადგან "მიხეილ სააკაშვილი დიდი ხანია, კომენტარებს არ ექვემდებარება". დავით უსუფაშვილი პრეზიდენტს, როგორც მეგობარსა და კოლეგას ურჩევს, თანაპარტიელებს წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება აცადოს.

"კბილაშვილის გადაწყვეტილება სწორი იყო, თუ არასწორი, ამაზე ბევრი ითქვა, მაგრამ რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს, ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან დიდი ხანია, კომენტარებს არ ექვემდებარება. მაგრამ ერთი რჩევა მექნება, როგორც წარსულში კოლეგისადმი, მეგობრისადმი, დღეს, ქვეყნის პრეზიდენტისადმი, რომ იქნებ აცადოს თავისვე პარტიას, პარტიის წევრებს, რომ ჩაატარონ წინასაარჩევნო კამპანია", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

განცხადება დავით უსუფაშვილმა ბათუმში, ევროკომისარ შტეფან ფულესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.