ივანე ცაგურიასთვის ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით

ივანე ცაგურიასთვის ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით "დექსუსი" განცხადებას ავრცელებს

კომპანია "დექსუსის" დამფუძნებლის ივანე ცაგურიასთვის ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით "დექსუსი" საგანგებო განცხადებას ავრცელებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანიიდან აცნობეს, "დექსუსისთვის" სრულიად გაუგებარი და მიუღებელია კომპანიის დამფუძნებლის ივანე ცაგურიას დაკავება.

"კომპანია "დექსუსმა" "ცენტრ პოინტი" მართვაში 2010 წელს აიღო.

ხოლო პროკურატურის განცხადების თანახმად, თაღლითური სქემა ეხება 2004-2009 წლებს, ანუ "ცენტრ პოინტის" მხრიდან ამხანაგობა "თაბუკაშვილი 88"-ის მენაშენეთა თანხების თაღლითურ მითვისებას. ამ ლოგიკით, აბსურდულია ივანე ცაგურიას დაკავება თაღლითობაში დახმარებისთვის, მაშინ, როდესაც მაია რჩეულიშვილმა და რუსუდან კერვალიშვილმა თბილისის პროკურატურა უკვე დატოვეს, ხოლო, ივანე ცაგურია დაკავებულია", - აცხადებენ "დექსუსში".