ბიძინა ივანიშვილი:  ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ვილნიუსის სამიტი ისტორიული იქნება

ბიძინა ივანიშვილი: ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ვილნიუსის სამიტი ისტორიული იქნება

ხვალინდელი კონფერენცია კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება ვილნიუსის სამიტისთვის მოსამზადებლად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ბათუმში ევროკომისარ შტეფან ფულესთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა. 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ხვალ, ბათუმში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობას ევროკომისარ შტეფან ფულესთან ერთად მიიღებს.

მისივე თქმით, სამიტზე განისაზღვრება პარტნიორი ქვეყნების ევროპული პერსპექტივა.

"ხვალ დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაში ბატონ ფულესთან ერთად მეც ვიღებ მონაწილეობას. ეს კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება ვილნიუსის სამიტისათვის მოსამზადებლად. ჩვენ გვაქვს დიდი იმედი, რომ ეს იქნება ისტორიული სამიტი. ამ სამიტზე განისაზღვრება პარტნიორი ქვეყნების ევროპული პერსპექტივა და საქართველოს შემთხევაში, პარაფირებული იქნება ასოცირებისა და მისი ნაწილის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება. მინდა ვისარგებლო შემთხევით და აღვნიშნო ევროკავშირისა და პირადად ბატონ ფულეს დიდი ძალისხმევა, რომელიც მიმართულია ჩვენს რეგიონში დემოკრატიის განვითარების მხარდასაჭერად", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.