საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტს რამდენიმე დღეში დატოვებს.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა დღეს განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ გიორგი მარგველაშვილს კანონი არ ავალდებულებს, თანამდებობა დატოვოს, მას სურვილი აქვს და რამოდენიმე დღეში აპირებს გადადგომას.
ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში არჩევნების დროს იხარჯებოდა სახელმწოფო რესურსი, რაც ამ შემთხვევაში აღარ იქნება.
"საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე ყველა კადიდატს ექნება თანაბარი უფლება და არც ერთ შემთხხვევაში არ იქნება გამოყენებული სახელმწოფო რესურსები"-აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.