ევროკომისარი გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე აცხადებს, რომ ნებისმიერი არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ქვეყანაში დემოკრატია გაძლიერდეს.
ამის შესახებ შტეფან ფულემ ბათუმში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც შტეფან ფულე აცხადებს, როდესაც საუბარია არჩევნებზე, აუცილებლად უნდა იყოს ნახსენები საპარლამენტო არჩევნები, რომელიც საქართველოში გამჭვირვალედ და თავისუფალად ჩატარდა.
"ეს იყო პირველად საქართელოს ისტორიაში, როდესაც მოხდა ხელისუფლების ცვლილება დემოკრატიის ფარგლებში. ეჭვიც არ მეპარება, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ზუსტად ასე ჩატარდება და კიდევ უფრო გაძლიერდება საქართველოში დემოკრატია", - განაცხადა შტეფან ფულემ.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ ძალიან აფასებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ მიმართავს, რომელიც მისი თქმით, "სწორ ფოკუსს ქმნის ამ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის".