გია ხუხაშვილი ლაშა ამირეჯიბის წინააღმდეგ სამოქალაქო სარჩელის შეტანას აპირებს

გია ხუხაშვილი ლაშა ამირეჯიბის წინააღმდეგ სამოქალაქო სარჩელის შეტანას აპირებს

პრემიერის მრჩეველი გია ხუხაშვილი ლაშა ამირეჯიბის წინააღმდეგ სამოქალაქო სარჩელს შეიტანს, - ამის შესახებ გია ხუხაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა. 

მისი თქმით ლაშა ამირეჯიბის მხრიდან მის წინააღმდეგ საკმაოდ ბინძური კამპანია დაიწყო.

"თუ ლაშა ამირეჯიბის მიერ ჩემს მიმართ გამოთქმული ბრალდებების ერთი მომენტი მაინც დადასტურდება, მზად ვარ ჩემზე ავიღო პასუხისმგებლობა. უნდა შეიქმნას პრეცენდენტი, რომ ბინძური და ცრუ ბრალდებების გავრცელებისთვის დაისაჯონ. მისი განცხადებები ავადმყოფური ფანტაზიის ნაყოფია" , _ განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, იგი ლაშა ამირეჯიბისგან გარკვეულ თანხას მოითხოვს და ეს თანხა ადეკვატური იქნება.

"თანხას ჩავრიცხავ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ანგარიშზე, ამ დანაშაულის თანამონაწილე გახდა ზოგიერთი მედიასაშუალება, ამიტომ საჭიროა, რომ ჟურნალისტური ეთიკის ნორმები იქნეს დაცული და ჟურნალისტურმა სტანდარტმა აიწიოს", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.