ნინო გიორგობიანი - პრეზიდენტის განცხადება, რომ ბარბარე რაფალიანცის საქმეს ვეღარ გამოიძიებენ, სიცრუეა

ნინო გიორგობიანი - პრეზიდენტის განცხადება, რომ ბარბარე რაფალიანცის საქმეს ვეღარ გამოიძიებენ, სიცრუეა

პრეზიდენტის განცხადება, რომ ბარბარე რაფალიანცის საქმეს ვეღარ გამოიძიებენ, სიცრუეა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა. "მინისტრმა დღეს განაცხადა, რომ ამ საქმის გამოძიება წინა ხელისუფლების პირობებში ჩიხში იყო შესული და ცხელ კვალზე არ მოხდა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. როგორც ცნობილია, ეს საქმე მინისტრმა პირად კონტროლზე აიყვანა და ამ დროისთვის გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს", - განმარტა ნინო გიორგობიანმა.

საქართველოს პრეზიდენტი დღეს შს მინისტრის მიერ ბარბარე რაფალიანცის საქმესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მთავრობას მისი გამოძიების თაობაზე საზოგადოებისთვის მიცემული დაპირების შესრულება არ შეუძლია. "დღეს ჩვენ გავიგეთ შს მინისტრისგან, რომ რაფალიანცის საქმეს, რომელიც ციხის ჩანაწრებთან ერთად ერთ-ერთი მთავარი მოტივი იყო იმ არჩევანისა, რომელიც ქართველმა ხალხმა ოქტომბერში გააკეთა, თურმე ვეღარ გამოიძიებენ და გამოძიება ჩიხშია შესული, მაშინ, როცა ამ პატარა ბავშვის მკვლელობა, რაც დიდი ტრაგედია იყო, ოპოზიციის მხრიდან მაშინვე დაბრალდა "ნაციონალურ მოძრაობას", - აღნიშნა სააკაშვილმა.