შტეფან ფულე - დიდი იმედი მაქვს, საქართველო ვილნიუსის სამიტზე წარმოდგენილი იქნება, როგორც კიდევ უფრო ძლიერი დემოკრატიის ქვეყანა

შტეფან ფულე - დიდი იმედი მაქვს, საქართველო ვილნიუსის სამიტზე წარმოდგენილი იქნება, როგორც კიდევ უფრო ძლიერი დემოკრატიის ქვეყანა

დიდი იმედი მაქვს, საქართველო ვილნიუსის სამიტზე წარმოდგენილი იქნება, როგორც კიდევ უფრო ძლიერი დემოკრატიის ქვეყანა, - ამის შესახებ ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა შტეფან ფულემ გუშინ საქართველოს პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ასევე იმედოვნებს, რომ ვილნიუსის სამიტი წარმატებული იქნება.

"რაც შეეხება მოლაპარაკებებს საქართველოსთან, ჩვენ პრეზიდენტთან განვიხილეთ მიღწეული შედეგები და დიდი იმედი გვაქვს, რომ უახლოეს კვირეებში მოხდება გადაწყვეტა იმ რამდენიმე საკითხისა, ეკონომიკურ ინტეგრაციასთან მიმართებაში, და შეიქმნება შესაბამისი პირობები, რათა შეთანხმების ფარგლებში წარიმართოს უფრო აქტიურად ეს მოლაპარაკებები. ასევე, ვიზებთან დაკავშირებით, ვიმედოვნებთ, რომ ამ სამიტზე კიდევ უფრო წინ იქნება წაწეული ვითარება. შეიძლება მისია გამოვგზავნოთ შემოდგომის დასაწყისში საქართველოში ამ მიმართულებით", - აღნიშნა ფულემ.