მიხეილ სააკაშვილი:  ბაჩო ახალაის ბრალი

მიხეილ სააკაშვილი: ბაჩო ახალაის ბრალი "ვაშლის თლის" გამო წაუყენეს

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაის ბრალი "ვაშლის თლის" გამო წაუყენეს, - ამის შესახებ სააკაშვილმა ევროკომისარ შტეფან ფულესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ქვეყნის პირველმა პირმა ბაჩო ახალაიას გარდა ყოფილი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის დაკავებაც გააპროტესდა და აღნიშნა, რომ მათ საქმეებზე კითხვები ჩნდება.

"პასუხისმგებლობას არავინ უნდა გაექცეს, მაგრამ როცა მთავარი ოპოზიციური ძალის გენერალურ მდივანს უყენებ ისეთ ბრალდებას, რომელიც მას წაუყენეს (უფრო სერიოზული ბრალი რომ წაეყენებიათ, გასაგებია) ან თუნდაც მეორე მინისტრთან დაკავშირებით, რომელიც ვაშლის თლის ბრალდებით იქნა დაკავებული, კითხვები დაისმება და ამაზე ყველა ერთად უნდა ვფიქრობდეთ", - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე განმარტებით, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს პრეტენზიები ნამდვილად არსებობდა, რომ მართლმსაჯულება არ იყო ბოლომდე დამოუკიდებელი, მაგრამ "არასდროს არც ერთი პოლიტიკური ლიდერის რაიმე სახის მოტივით დაპატიმრება არ მომხდარა". "თუმცა იყო მომენტები, როცა ამის დიდი საფუძველი არსებობდა", - აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა.