ქაიროში, პრეზიდენტ მოჰამედ მურსის გადადგომის მოთხოვნით მრავალათასიანი მიტინგი იგეგმება

ქაიროში, პრეზიდენტ მოჰამედ მურსის გადადგომის მოთხოვნით მრავალათასიანი მიტინგი იგეგმება

ქაიროში, ტახრირის მოედანზე პრეზიდენტ მურსის მოწინააღმდეგეები იკრიბებიან. უცხოური მედიის ინფორმაციით, ქაიროში დღეს დაგეგმილია მრავალათასიანი აქცია, რომლის წევრებიც ეგვიპტის პრეზიდენტის, მოჰამედ მურსის გადადგომას მოითხოვენ.

დღეს ხდება ერთი წელი მას შემდეგ, რაც ისლამისტმა მურსიმ ეგვიპტის პრეზიდენტის პოსტი დაიკავა.

ეგვიპტეში ბოლო დღეებია არეულობაა. ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ამერიკელი, ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიაში გამართული ანტისამთავრობო დემონსტრაციის დროს, ხოლო კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა და ათზე მეტი დაშავდა ქალაქ პორტ-საიდში, სადაც ოპოზიციონერი დემონსტრანტების შეკრების დროს ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა.

თეთრი სახლის წარმომადგენლის განცხადებით, დაღუპული ამერიკელი 21 წლის ენდრიუ ბარუსო იყო. უცნობმა პირმა ის დანით მოკლა, როცა ბარუსო ეგვიპტის პრეზიდენტის მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების აქციას იღებდა.

ეგვიპტეში პრეზიდენტ მოჰამედ მურსის მხარდამჭერებსა და მოწინააღმდეგეებს შორის შეტაკება ალექსანდრიაში, მოძრაობა "მუსლიმთა საძმოს" შტაბ-ბინაზე იერიშის მიტანისას მოხდა.
ქვეყნის პრეზიდენტის სათავეში მოსვლიდან ერთი წლის თავზე ეგვიპტელები მორსის გადადგომას ითხოვენ.