ანდერს ფოგ რასმუსენმა ავღანეთში საქართველოს მისიასთან დაკავშირებით ისაუბრა

ანდერს ფოგ რასმუსენმა ავღანეთში საქართველოს მისიასთან დაკავშირებით ისაუბრა

ნატოს გენერალური მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ ბრიფინგზე ავღანეთში საქართველოს მისიასთან დაკავშირებით ისაუბრა.

როგორც რასმუსენმა განაცხადა, ავღანეთის ჯარები უკვე თავის თავზე იღებს უსაფრთხოებაზე ზრუნვას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

"მომავალი წლის ბოლოსთვის ავღანეთის უსაფრთხოება მთალიანად ავღანეთის ხელში იქნება. ჩვენი, ISAF- ის საბრძოლო მისია დასრულებული იქნება. ჩვენ ახლა ვგეგმავთ სხვა მისიას, რომ კონსულტაციები გაუწიოს ავღანურ ჯარებს 2014 წლის შემდეგ და ეს არ იქნება საბრძოლო მისია", – აღნიშნა რასმუსენმა.

მან მადლობა გადაუხადა ქართველ ჯარისკაცებს ავღანეთის მისიაში მონაწილეობისთვის.

"მე ვიცი, რომ საქართველომ ტრაგიკული დანაკლისი განიცადა განსაკუთრებით კი ბოლო კვირების განმავლობაში. მინდა მწუხარება გამოვთქვა და მივუსამძიმრო ოჯახებს საყვარელი ადამიანების დაკარგვის გამო. ასევე მინდა გამოჯანმრთელება ვუსურვო დაჭრილებს. ჩვენ მათ ძალიან დიდი პატივს ვცემთ" , – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, რომლის თქმითაც ქართველი სამხედროები გაერო-ს ეგიდით მოქმედებენ.