ბიძინა ივანიშვილი - საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება არ აზიანებს რუსეთის ინტერესებს

ბიძინა ივანიშვილი - საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება არ აზიანებს რუსეთის ინტერესებს

ჩვენ მოვახერხებთ შესატყვის განმარტებებს, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება, არც ერთ შემთხვევაში არ აზიანებს რუსეთის ინტრესებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერის განცხადებით, ნატოში გაწევრიანება საქართველოს მოსახლეობის არჩევანია.

"რაც შეეხება იმას, რომ რუსეთს საქართველოს ნატო-ში შესვლა არ სიამოვნებს და არ ესიამოვნება ხვალაც, ეს ყველამ კარგად იცის. მთავარია, რომ ეს სიამოვნებს ქართველს ხალხს და საქართველოს მოსახლეობას და ჩვენ მას ვუწევთ ძირითადად ანგარიშს. ეს არ არის ჩემი ან წინა ხელისუფლების გადაწყვეტილება, ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი. ეს არის ჩვენი სტრატეგია - ევროპა და ევროატლანტიკური სივრცე და ჩვენ განუხრელად გავაგრძელებთ სწრაფვას. ეს არის ჩვენი ხალხის და ნატო-ს წევრი ქვეყნების გადასაწყვეტი. გასაგებია, რომ ზოგიერთ მეზობელს, მათ რიცხვში რუსეთს შეიძლება ეს არ ესიამოვნოს, მაგრამ ჩვენ მოვახერხებთ შესატყვის განმარტებებს, რომ ეს არც ერთ შემთხვევაში არ აზიანებს რუსეთის ინტერესებს", - განაცხადა ივანიშვილმა.