რუსეთი ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას ხელს კვლავ არ აწერს

რუსეთი ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას ხელს კვლავ არ აწერს

ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას რუსეთი ხელს კვლავ არ აწერს.

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა ჟენევის მოლაპარაკებების 24-ე რაუნდის მიმდინარეობისას ჟურნალისტებს განუცხადა.

"ძალის გამოუყენებლობის შესახებ საქართველოსთან არავითარ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას არ ვაპირებთ, მარტო იმიტომ, რომ საქართველოსთან არ გვიომია. ჩვენ მხოლოდ აგრესიის მოგვარებაში ვეხმარებოდით, რომელიც ამ მოლაპარაკებების ფორმატის ერთ-ერთი აღიარებული მონაწილის, სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ განხორციელდა, თუმცა ძალისხმევას არ დავიშურებთ იმისთვის, რომ მივიღოთ ერთობლივი განცხადება, რომელიც 2011 წელს გაკეთებულ განცხადებას, კიდევ ერთხელ დაუჭერს მხარს. ეს უფრო სასარგებლო იქნება, დანარჩენს კი ცხოვრება გვიჩვენებს", - განაცხადა კარასინმა.