მანანა კობახიძე

მანანა კობახიძე "ნაციონალურ მოძრაობას" პოლიტიკიდან წასვლისკენ მოუწოდებს

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" პოლიტიკიდან წასვლისკენ მოუწოდებს. როგორც კობახიძემ განაცხადა, თუ ეს მოძრაობა რაიმე პასუხისმგებლობას გრძნობს ადამიანთა წამების გამო, მაშინ პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. 

"სააკაშვილი ამბობს, რომ ამას ორი ადამიანი აკეთებდა და მისთვის უცნობი იყო. მერაბიშვილი ბოდიშებს გვიხდის. თუმცა, ორივემ და მთელმა "ნაციონალურმა მოძრაობამ" კარგად იცოდა, რომ ხდებოდა სისტემური დანაშაული. "მოქალაქეთა კავშირს" უფრო დიდი პოლიტიკური პასუხისმგებლობა ჰქონია, ვიდრე "ნაციონალურ მოძრაობას". მათ დაიხურეს ქუდი და წავიდნენ, ესენი კიდევ პრეზიდენტობის კანდიდატს ასახელებენ", - განაცხადა კობახიძემ.