პრეზიდენტის შენიშვნები ვეტოდადებულ კანონპროექტებზე პარლამენტში შევიდა

პრეზიდენტის შენიშვნები ვეტოდადებულ კანონპროექტებზე პარლამენტში შევიდა

პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის დაბრუნებული "მაუწყებლის შესახებ" კანონში გახორციელებული ცვლილებები და დამატებები კანონმდებლებს უკვე წარედგინა. "მაუწყებლის შესახებ" კანონში, "საარჩევნო კოდექსსა" და "სახალხო დამცველის შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის შენიშვნების მიღების თაობაზე ინფორმაცია ბიუროს წევრებს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა მიაწოდა. 

იმის გამო, რომ პარლამენტს ეს და კიდევ სხვა რამდენიმე საკითხი აქვს გადასაწყვეტი, საგაზაფხულო სესია კი 28 ივნისს იხურება, პარლამენტს რიგგარეშე სესიაზე მოუწევს შეკრება.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პარლამენტის რიგგარეშე სესიას, სავარაუდოდ, 9 ივლისიდან მოიწვევენ.