პავლე კუბლაშვილი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს

პავლე კუბლაშვილი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს

როდესაც ადამიანების წამებასთან დაკავშირებული დანაშაულები ხდება, ე.ი. ხელისუფლება არ იყო საკმარისად ეფექტური, რომ მსგავსი ფაქტები არ მომხდარიყო , - ამის შესახებ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა პავლე კუბლაშვილმა წამების ამსახველ ვიდეომასალებთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული დანაშაულების გამოძიებაში აუცილებელია პარლამენტის მონაწილეობაც. 

"ამ ტიპის დანაშაულების მიმართ საზოგადოებაში შეუწყნარებლობა არ იქნება. ჩვენ გვინდა, რომ ჩატარდეს ეფექტური გამოძიება. უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია", - განაცხადა კუბლაშვილმა.