პაატა ბურჭულაძის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო მონაწილეობაზე ფონდ

პაატა ბურჭულაძის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო მონაწილეობაზე ფონდ "იავნანაში" პირველი კომენტარი გაკეთდა

პაატა ბურჭულაძის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო მონაწილეობის თემაზე "ინტერპრესნიუსი" ფონდ "იავნანას" დაუკავშირდა, სადაც აღნიშნულ საკითხზე შემდეგი სახის კომენტარი გააკეთდა : 

"ეს მოსაზრება ახალი არ არის, საზოგადოების ცალკეული წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციაები, მათ შორის პოლიტიკოსები ამ წინადადებითა და გულწრფელი სურვილით ბოლო დროს, ხშირად მიმართავენ პაატა ბურჭულაძეს. ამჟამად, ფონდი `იავნანა~ 9 ივლისს მისი სასცენო მოღვაწეობის 35 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტისთვის ემზადება, შესაბამისად, პაატა ბურჭულაძის ყველა კომენტარი მხოლოდ ამ თემას დაუკავშირდება", - განაცხადეს ფონდ `იავნანაში~.

"ქართული დაისის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია პაატა ბურჭულაძეს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას სთავაზობს და აცხადებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა.

"მინდა, დაგიდასტუროთ, რომ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს პაატა ბურჭულაძესთან არა მხოლოდ ჩემი, არამედ პოლიტიკური სპექტრის ერთი ნაწილისა და საზოგადოებრივი მოძრაობების სახელით. დღეს საქართველოს სჭირდება ძლიერი კანდიდატი, რომელიც დააბალანსებს და შეძლებს "ოცნების" კანდიდატის დამარცხებას. ბურჭულაძე არის ხალხის წიაღიდან წამოსული კანდიდატი და გახდება საქართველოს პრეზიდენტი. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ბატონი პაატა ფიქრობს ამ საკითხზე და ვიმედოვნებ, დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული", - აცხადებს ბაღათურია.