"სავიზო რეჟიმის გადახედვა ვეროკავშირის, ნატო-ს წევრ და რამდენიმე სხვა ქვეყანას არ შეეხება"

საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, "სავიზო რეჟიმის გადახედვა ვეროკავშირის, ნატო-ს წევრ და რამდენიმე სხვა ქვეყანას არ შეეხება".

ამის შესახებ ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს ირანულ მედიაში გავრცელებული იმ ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც, პირველი ივლისიდან ირანის მოქალაქეებისთვის საქართველოში სავიზო რეჟიმი წესდება, თუმცა ფანჯიკიძეს არ დაუკონკრეტებია, შეეხება თუ არა საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრება ირანს.

"კომისია მუშაობს საემიგრაციო კანონმდებლობაზე. კომისიის თავმჯდომარე იუსტიციის მინისტრი გახლავთ და ძალიან მალე პარლამენტს წარედგინება კანონი უცხოელი მოქალაქეების საქართველოში გადადგილებისა და ყოფნის შესახებ. ამ ცვლილებების პაკეტით შეიძლება, გადაიხედოს და მოწესრიგდეს ზოგიერთ ქვეყანასთან სავიზო რეჟიმები იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს 120-მდე ქვეყნისთვის ცალმხრივად ჰქონდა უვიზო მიმოსვლა შემოღებული. აქ იქნება ცვლილებები, მაგრამ ეს ცვლილებები არ შეეხება არც ევროკავშირის, არც ნატო-ს და კიდევ რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლებს", - განაცხადა ფანჯიკიძემ.