სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ინვერსტორსაც და მოქალაქეებსაც მომავლის იმედი და პროგნოზირებადობა სჭირდება.
ასე ეხმაურება ზურაბიშვილი facebook-ის საკუთარ გვერდზე პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე.
"რა კითხვების ორომტრიალი ატყდა: მიდის ბიძინა თუ რჩება? ფირების ჩვენება საჭირო იყო თუ არა? (ევროსაბჭოს საპარალამენტო ასამბლეასაც ვეღარ გავცდით): იგი გეგმავს თუ არა დებატებს საქართველოს შესახებ? ქვეყანა გადაქცეულია სატელევიზიო განხილვის სივრცედ, სადაც ყველა ამ კითხვებს ატრიალებს და ყველა თავის პასუხს და განმარტებას სთავაზობს უფროდაუფრო დაბნეულ მოსახლეობას, რომელმაც აღარ იცის რა მთავრობა ეყოლება რამდენიმე თვეში ან საითკენ მიექანება ქვეყანა. რაც მთავარია, ეს კითხვები კი არის, მაგრამ კითხვებზე განმარტებითი პასუხის გამცემი არ სჩანს. რატომ გვავიწყდება, რომ ეკონომიურ აღორძინებას სათავეში უდგას არა რაღაც საიდუმლო ეკონომიური წესკანონები, არამედ სიმშვიდის აღდგენა, სამართლიანობის გამყარება და მომავლის "პროგნოზირებადობა" (საშინელი სიტყვაა გეთანხმებით) ანუ მომავლის იმედი და გათვალდობა. ინვესტორსაც და მოქალაქესაც იგივე აინტერესებს", - წერს ზურაბიშვილი.