მაია ფანჯიკიძე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს ხვდება

მაია ფანჯიკიძე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს ხვდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს ხვდება. საგარეო საქმეთა სამინისტროში მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრაზე 16 საელჩოს წარმომადგენელი მივიდა. მათ შორის არის ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი, ასევე დიდი ბრიტანეთის, იტალიის, ჩეხეთის, გერმანიის, საფრანგეთისა და სხვა ქვეყნის ელჩები და მათი მოადგილეები. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ შეხვედრაზე ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობის მიმდინარე საკითხებს განიხილავენ.