"ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ" კანონში ცვლილებები შედის.
პარლამენტში ინიცირებულია პროექტი, რომლის გათვალისწინებით ცვლილება აღნიშნული კანონის #2 დანართში შედის და უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდ და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნუსხას ემატება ე.წ. სპაისები (მცენარეული სუბსტანციები გაჟღენთილი სინთეზური კანაბინოიდებით): JWH-018, JWH-081, JWH-122, JWH-398, JWH-073, JWH-200, HU-200, GP-47, 497.
საკანონმდებლო ინიციატივა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს თამაზ ავდალიანს ეკუთვნის.