"2 ოქტომბრიდან შსს-დან არქივის მასალების ასლების გატანა დაიწყო"

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლის თემურ კენკებაშვილის განცხადებით, მან პირადად ნახა, თუ როგორ გაიტანეს შსს-დან არქივის მასალების ასლები.

ამის შესახებ კენკებაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ეს არქივი მთლიანი შემადგენლობით, წაღებული აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროდან რამდენიმე პირს და მე ამის უშუალო მომსწრე ვარ, როგორ ხდებოდა ამათი შეგროვება, შეკოწიწება. ეს პროცესი 2 ოქტომბრიდან იწყება, მას შემდეგ, რაც "ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა. ასლები იქნა გატანილი სამი პიროვნების მიერ, ესენი არიან, კუდ-ის ყოფილი დირექტორი ვაჟა ლელუაშვილი, გიორგი დგებუაძე, იგივე "მასტერა" და ზურაბ თუთბერიძე", - განაცხადა კენკებაშვილმა.