3 მილიონი სასკოლო სახელმძღვანელო უკვე დაბეჭდილია

3 მილიონი სასკოლო სახელმძღვანელო უკვე დაბეჭდილია

აჯარო სკოლებისათვის სასკოლო სახელმძღვანელოების გადაცემის პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის პრესსამსახურის ცნობით, მინისტრი გიორგი მარგველაშვილი წიგნების გადაცემის პროცესს თბილისის 53-ე საჯარო სკოლაში გაეცნო.

წელს პირველად, საჯარო სკოლების ყველა მოსწავლე სახელმწიფოსაგან სახელმძღვანელოებს უფასოდ მიიღებს. სექტემბერში მოსწავლეებს წიგნები საკუთარ სკოლებში დახვდებათ. ამ ეტაპზე სამი მილიონი (60%) სასკოლო სახელმძღვანელოა უკვე დაბეჭდილი.

საქართველოს მასშტაბით სახელმძღვანელოების დარიგების პროცესი 18 ივნისს დაიწყო. სახელმძღვანელოთა 50% ზესტაფონის, ქობულეთის, აბაშის, გარდაბნის და მცხეთის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლებს უკვე გადაეცათ. სახელმძღვანელოთა საჭირო რაოდენობის 50-50% გადაეცა თბილისის 44 საჯარო სკოლას.

სკოლებისათვის წიგნების გადაცემა ყოველდღიურ რეჟიმში, ხარვეზების გარეშე ხორციელდება.