ანდერს ფოგ რასმუსენი საქართველოში ხვალ ჩამოვა

ანდერს ფოგ რასმუსენი საქართველოში ხვალ ჩამოვა

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის პროგრამა გამოქვეყნდა. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით , ნატო-ს დელეგაცია ხვალ ჩამოდის და ვიზიტი 27 ივნისს დასრულდება. 

ხვალვე გაიმართება ნატო-ს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ერთობლივი პრესკონფერენცია.

ხვალ ასევე გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა. ხვალვე სტუმრებისთვის რუსთაველის თეატრში ღონისძიება გაიმართება, რომელიც მედიისთვის დახურული იქნება.

27 ივნისს, ჩრდილოატლანტიკური საბჭო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერებთან, უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებთან და კომიტეტების თავმჯდომარეებთან გამართავს შეხვედრას.

ამავე დღეს, ნატო-ს გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში სტუდენტებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოვა.

ნატო-ს ელჩები შეხვდებიან სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, უმცირესობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

27 ივნისს იგეგმება ნატო-ს გენერალური მდივნის არაფორმალური სამუშაო სადილი საქართველოს თავდაცვის მინისტრ, ირაკლი ალასანიასთან და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივან, გიგა ბოკერიასთან.

ამავე დღეს იგეგმება ნატო-ს გენერალური მდივნისა და საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი ერთობლივი პრესკონფერენცია.

ნატო-ს დელეგაცია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამხედრო ცერემონიას დაესწრება, რომლებიც მომავალში ავღანეთში გაემგზავრებიან, ISAF-ის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მისაღებად.

დელეგაცია თბილისს 27 ივნისს დატოვებს.