საზოგადოებრივმა კავშირმა

საზოგადოებრივმა კავშირმა "დროა" კანცელარიასთან აქცია გამართა

საზოგადოებრივმა კავშირმა "დროა" სახელმწიფო კანცელარიასთან ლოზუნგით "ნუ გადაგვივლით" საპროტესტო აქცია გამართა.

ორგანიზაციის წევრებმა "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები გააპროტესტეს და კანონპროექტიდან იმ მუხლის ამოღება მოითხოვეს, რომლის თანახმად, უმაღლესი სასწავლებლის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს პრემიერი დანიშნავს.

მათი თქმით, უნივერსიტეტი დამოუკიდებელი უნდა იყოს და სტუდენტების აზრი ყველაფერში გათვალისწინებული უნდა იქნას.

"მოვითხოვთ, რომ საქართველოს უნივერსიტეტები დარჩნენ დამოუკიდებლები და რექტორებს პრემიერ-მინისტრი არ უნდა ნიშვანდეს", - აცხადებდნენ "დროა"-ს წევრები.

სახელმწიფო კანცელარიის შენობის შესასვლელთან აქციის რამდენიმე მონაწილე ძირს დაწვა და ზედ პლაკატი ლოზუნგით - "ნუ გადაგვივლით" გადაიფარა.