ბიძინა ივანიშვილმა ისრაელის ეროვნულ ფონდში ხე დარგო

ბიძინა ივანიშვილმა ისრაელის ეროვნულ ფონდში ხე დარგო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ისრაელის ეროვნულ ფონდში ხე დარგო. როგორც პრემიერმა აღნიშნულის შემდეგ დამსწრე საზოგადოებისადმი სიტყვით მიმართვისას განაცხადა, მას მილიონზე მეტი ხე ექნება დარგული.

"მიხარია, რომ ჩემი ყველაზე საყვარელი და მეგობარი ქვეყნის მიწაზე მოვახერხე ხის დარგვა - ეს ჩემი ჰობია, ბუნება ჩემი ჰობია, ალბათ, მილიონი ხე მაინც მექნება დარგული ჩემს ცხოვრებაში. ბედნიერი ვარ, რომ დღეს აქ ვარ თქვენთან ერთად და შესაძლებლობა მქონდა აქ დარგულ ათასობით ხეს ჩემს მიერ დარგული ერთი ხეც შემატებოდა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და დასძინა, რომ მას ძალიან უყვარს ებრაელი ხალხი და ბუნება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ისრაელში ვიზიტი გუშინ დაიწყო და დღეს დასრულდება.