საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საბაჟოს ოფიცერი დააკავეს

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საბაჟოს ოფიცერი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტ "ფოთისა და ყულევის პორტების და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის" ფიტოსანიტარული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს ოფიცერი რუსუდან ხარბედია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, რუსუდან ხარბედია სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზეა დაკავებული.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ რუსუდან ხარბედიამ ვადაგასული ფიტოსანიტარული სერთიფიკატის საფუძველზე, გასცა ვეტერინალური სასაზღვრო - საკარანტინო ნებართვა, რის შემდეგაც, ტვირთი საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოვიდა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342 - ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.