პროკურატურის ინფორმაციით, ნინო ბურჯანაძემ ვანო მერაბიშვილს დათა ახალაიას პასუხისგებაში მიცემა მოსთხოვა

პროკურატურის ინფორმაციით, ნინო ბურჯანაძემ ვანო მერაბიშვილს დათა ახალაიას პასუხისგებაში მიცემა მოსთხოვა

პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ვანო მერაბიშვილს სანდრო გირგვლიანის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში მონაწილე პირების, მათ შორის, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის დ. ახალაიას პასუხისგებაში მიცემა მოსთხოვა, - ამის შესახებ ივანე მერაბიშვილის ბრალდების შესახებ თბილისის პროკურორის, მაია მწარიაშვილის დადგენილებაშია ნათქვამი. უწყების ინფორმაციით, მერაბიშვილი ბურჯანაძის მოთხოვნას, ჩადენილ დანაშაულში ყველა დამნაშავე პირის პასუხისგებაში მიცემის თაობაზე, არ დათანხმდა.

"დანაშაულის ჩადენიდან ასევე 2-3 დღეში, საქართველოს პარლამენტის იმჟამინდელმა თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ, თავისთან მიიწვია ივ. მერაბიშვილი და მოსთხოვა ს. გირგვლიანის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში მონაწილე პირების, მათ შორის, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის, დ. ახალაიას პასუხისგებაში მიცემა. ივანე მერაბიშვილი, რომელიც სრულად ფლობდა ინფორმაციას ს. გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულზე, არ დაეთანხმა პარლამენტის თავმჯდომარის მოთხოვნას - ჩადენილ დანაშაულში ყველა დამნაშავე პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ იმ მოტივით, რომ ასეთ შემთხვევაში, მას თავად მოუწევდა პოლიტიკური პასუხისმგებლობის გაზიარება, ანუ შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობის დატოვება", - ნათქვამია ივანე მერაბიშვილის ბრალდების შესახებ დადგენილებაში.

პროკურატურის ცნობით, ივანე მერაბიშვილის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ დასაბუთებული ვარაუდის საკმარის საფუძველს იძლევა მტკიცებულებათა შემდეგი ერთობლიობა: მოწმეთა: ნინო ბურჯანაძის; მერაბ ბაღათურიას; დავით კუპატაძის; ემზარ ღარიბაშვილის; დიმიტრი ბიჩინაშვილის; თამაზ ვასაძის, დიმიტრი შაორშაძის, ჯემალ გაბელიას, მალხაზ ბოხუას, ივანე კიკნაველიძის; თამაზ ვასაძის; გიორგი ცნობილაძის, შალვა ნიქაბაძის, დავით სარჯველაძის, ვაჟა გამეზარდაშვილის; გია კობაჩიშვილის; ლერი წერეთლის, თენგიზ ჩიტიაშვილის, ბადრი გოგლიძის; გელა ლაზაშვილის; შოთა გენგაშვილის; ნოდარ ნარსიას, ზაზა ქიმაძის, ზაზა ოსიაშვილის; თამარ მიქაძის, იოსებ ტბელაშვილის; დათუნა გაფრინდაშვილის; ვახტანგ იმედაშვილის; გელა ასანაშვილის; თამაზ მაზანაშვილის; ვასილ სანოძეს; გურგენ დონაძის; კონსტანტინე არჩაიას; ზურაბ კოტარიას; შალვა ვაშაკიძის; მამუკა საბანაძის; ზაზა ქურციკაშვილის; ლევან ჩიფაშვილის; იოსებ ხასაიას; მარინა მანუკიანის; რუსუდან არჩვაძის; იოსებ სადრაძის; დავით ჯავახიშვილის; ლაშა მერებაშვილის; დავით ჩხატარაშვილი; ალექსანდრე მგელაძის; ვალერი ლაცუზბაიას; ზვიად გუგუჩიას; ვარლამ ხეცურიანის; ლაშა ამირანაშვილის; სალომე ჯანუაშვილის; თემურ ტაბაღუას; მურად გაბუნიას; რამაზ ჭოხონელიძის; მინდია ჯახაიას; კახა გაზდელიანის; ივანე ჯავახის; დავით სამხარაძის; ავთანდილ გულაროვის; ზვიად ჯინჯოლიას; აკაკი მუშკუდიანის; ნათია რამიშვილის; ციალა დოიჯაშვილის; ალექსანდრე დოლინსკის; გია ალავიძის; გიორგი მუხიგულაშვილის; გიორგი შალამბერიძის, ზურაბ კვიციანის; ვლადიმერ გვასალიას; არჩილ არევაძის; ირაკლი კიპაროიძის; ნინო გველესიანის, ალექსანდრე ღაჭავას, მიხეილ ბიბილურიძის, ავთანდილ აფციაურის; დავით ქოქიაშვილის; გიორგი კალანდარიშვილის; ნინო კიკაბიძის; ზურაბ გრიგოლაშვილის; ციური თევდორაშვილის; ლამარა გაბრიელაშვილის ჩვენებებით; სისხლის სამართლის N10060037 საქმის მასალებით; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 5 სექტემბრის დადგენილებებით; საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის N768 განკარგულებით (შეწყალება); საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 24 თებერვლის N16/12(ს)-მ და ,,კუდ"-ის დირექტორ დ. ახალაიას 2006 წლის 24 თებერვლის N 16/27(ს) მიმართვის წერილებით; საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 19 თებერვლის N 19632 წერილითა და გადმოგზავნილი დოკუმენტაციით; სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორის მოადგილის 2013 წლის N16/2-966599 წერილით; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქმისწარმოების სამმართველოს 2013 წლის 28 თებერვლის N23464 წერილით; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 26 აპრილის განჩინებით საქმეზე ,,ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ" (საჩივარი N25091/07); გიორგი ცნობილაძის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით; ნივთმტკიცების გახსნისა და დათვალიერების ოქმით; საქართველოს შ.ს. სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის შენობაში (,,მოდული") 2008 წლის აგვისტოს საშვთა ბიუროს აღრიცხვის ჟურნალის ელექტრონული ამონაწერით; საქართველოს შ.ს. სამინისტროს გენერალური ინსპექციის საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველოს 2013 წლის 13 აპრილის N695719 წერილით გადმოგზავნილი შ.ს. სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში (9აპრილის ქ. 4) 2006 წლის თებერვლის თვეში უცხო პირთა შესვლა-გამოსვლის რეგისტრაციის ჟურნალის ასლებით; თბილისის საქალაქო სასამართლოდან ამოღებული და სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან გადმოგზავნილი გ. ალანიას, ა. აფციაურის, ალ. ღაჭავას და მ. ბიბილურიძის პირობით ვადამდე გათავისუფლების დოკუმენტებით; თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის განყოფილების 2013 წლის 8 თებერვლის N4558 წერილითა და გადმოგზავნილი დოკუმენტებით; საქართველოს შ.ს. სამინისტროს საფინასო-სამეურნეო დეპარტამენტის 2013 წლის 25 იანვრის N10/4/2-13-0 და და შ.ს.ს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ადმინისტრაციის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამსახურის 2013 წლის 18 იანვრის N101569 წერილებითა და გადმოგზავნილი დოკუმენტებით; სატელეფონო სიმ ბარათებზე შემავალი და გამავალი ზარების შ.პ.ს. ,,ჯეოსელიდან" და შ.პ.ს. ,,მაგთიკომიდან" ამოღებული დეტალური ამონაწერებით; გაგა ალავიძის მიერ 2013 წლის 4 თებერვალს წარმოდგენილი სატელეფონო ზარების ამონაწერებით; ივანე მერაბიშვილის სამსახურის გავლის ნუსხით; ასევე სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით".