პარლამენტი საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების პროექტის განხილვას იწყებს

პარლამენტი საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების პროექტის განხილვას იწყებს

პარლამენტი საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების პროექტის განხილვას იწყებს. საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებებისა და დამატებების განხილვა იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების დღის წესრიგშია ჩანიშნული, რომელიც სხდომას დღეს გამართავს. კანონპროექტი განსახილველად პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სავაუდოდ, მიმდინარე კვირაშივე გავა.

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი ინტერფრაქციული ჯგუფის ფორმატში მომზადდა. კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან დეპუტატები: ზაქარია ქუცნაშვილი, კახა ოქრიაშვილი, ირინა იმერლიშვილი, პავლე კუბლაშვილი, მერაბ კაჭახიძე, თემურ მაისურაძე, გედევან ფოფხაძე, ფრიდონ საყვარელიძე, ვახტანგ ხმალაძე და შალვა კიკნაველიძე.

მთავარი სიახლე, რაც პარლამენტში ინიცირებული პროექტით შემოდის, ბიომეტრიული საარჩევნო სიაა. კანონპოექტის გათვალისწინებით, 2014 წელს საკრებულოების და თბილისის მერის არჩევნები ამომრჩეველთა ბიომეტრიული სიით ჩატარდება.

გარდა ამისა, საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების პროექტით საუბნო საარჩევნო კომისიებში მდივნის პოსტი ოპოზიციისთვის განკუთვნილი აღარ იქნება - კოდექსიდან ის ნორმები ამოდის, რომელიც კომისიებში მდივნის თანამდებობას ოპოზიციური გაერთიანებებისთვის განსაზღვრავდა.

კანონპროექტი დამატებით შეზღუდვის დაწესებას ითვალისწინებს იმ პირებისთვის, რომელთაც კანონი წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლებას არ აძლევს.