"პრემიერის ისრაელში ვიზიტის პერიოდში უსაფრთხოების საკითხებიც განიხილება, თუმცა ამის იარაღამდე დაყვანა, ძალიან სასაცილოა"

პრემიერ-მინისტრის მრჩეველის გია ხუხაშვილის განცხადებით, "პრემიერ-მინისტრის ისრაელში ვიზიტის პერიოდში უსაფრთხოების საკითხებიც განიხილება, თუმცა ამის იარაღამდე დაყვანა, ძალიან სასაცილოა".

ამის შესახებ ხუხაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც ისრაელში ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაციის შემადგენლობაშია.

"ამ ვიზიტის პერიოდში საქართველო-ისრაელის სამთავრობოთაშორისო კომისიის შექმნის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერება, ზუსტად ეკონომიკური კუთხით და ეს ალბათ, ამ ვიზიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი გახდება. რაც შეეხება მიმართულებებს, ესაა ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, მაღალი ტექნოლოგიები, მათ შორის უსაფრთხოების საკითხებიც, თუმცა იარაღამდე ამის დაყვანა ძალიან სასაცილოა და მესმის, რომ ვიღაცას რაღაც შეთქმულების თეორიის განვითარება უნდა", - განაცხადა ხუხაშვილმა