"ბიზნესისადმი საქართველოს ბანკების ინერტული დამოკიდებულება ინვესტორებისთვის ცუდი სიგნალია"

საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატა პრემიერის ვიზიტის შემდეგ ორი ქვეყნის ეკონომიკურ ურთიერთობებში პროგრესს ელოდება. პალატის ხელმძღვანელი რადიო „კომერსანტისთვის“ აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ვიზიტს შეუძლია დიდი პროგრესი მოახდინოს და ეს შესაძლებელია, თუ ორი ქვეყნის წარმომადგენლებს ეყოფათ გამბედაობა მიაწოდონ მთავრობებს არსებული რეალობა.

იციკ მოშეს თქმით, პროგრესისთვის ბევრი მონაცემი არსებობს. მაგალითისთვის მთავრობის ინიციატივა ფონდების შექმნის შესახებ გახდება დადებითი სიგნალი მომავალი ინვესტიციებისთვის.

მისივე განმარტებით, უარყოფითი მასალები, რომლებიც აქტიურად შუქდება საერთაშორისო მედიით, აფრთხობს ინვესტიციას. იციკ მოშეს თქმით, ინვესტორების მოსაზიდად ასევე დადებით პიარზე ზრუნვა დღეს ფაქტიურად ნულის ტოლია, ხოლო საქართველოში ბანკების ფრთხილი და ინერტული დამოკიდებულება ბიზნესთან ცუდი სიგნალია ინვესტორებისთვის. პრემიერის შეხვედრები ისრაელში დღეს დაიწყო და ხვალ გაგრძელდება.