ფართი, სადაც აფეთქება მოხდა, კომპანია

ფართი, სადაც აფეთქება მოხდა, კომპანია "ქართულ ფოლადს" ჰქონდა ნაქირავები

თბილისში, ნუცუბიძის 57 ნომერში მდებარე ფართი, სადაც აფეთქება მოხდა, კომპანია "ქართულ ფოლადს" ჰქონდა ნაქირავები. ამის შესახებ თვითმხილველები ყვებიან. ამასთან, შემთხვევის ადგილზე ამ დროისთვის ისევ მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციის სამსახურის თანამშრომლები და საპატრულო პოლიცია. 

რაც შეეხება გარდაცვლილს, ცხედარი პროზექტურაში ამ დრომდე არ გადაუსვენებიათ. აფეთქების შედეგად ჩამსხვრეულია მინები, ადგილზე ამ დროისთვის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.

აფეთქების შედეგად დაშავებული ადამიანი კი დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი.