მარგველაშვილს ამა თუ იმ საკითხებთან დაკავშირებით განსხვავებული აზრის მიუხედავად, ვასაძესთან მეგობრობის პრობლემა არ აქვს

მარგველაშვილს ამა თუ იმ საკითხებთან დაკავშირებით განსხვავებული აზრის მიუხედავად, ვასაძესთან მეგობრობის პრობლემა არ აქვს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს გიორგი მარგველაშვილს ამა თუ იმ საკითხებთან დაკავშირებით განსხვავებული აზრის მიუხედავად, ბიზნესმენ ლევან ვასაძესთან მეგობრობის პრობლემა არ აქვს.

ამის შესახებ მარგველაშვილმა ჟურნალისტებს იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომლის მიხედვითაც ბოლო პერიოდში იგი საზოგადოების წინაშე ლევან ვასაძესთან ერთად ხშირად გამოჩნდა.

"ჩვენ უნდა შევეჩვიოთ სხვისი აზრის პატივისცემას. მე და ლევანი სენაკში სკოლის გახსნაზე ვიმყოფებოდით, რომელიც ჩვენმა ბავშვობის მეგობარმა მეუფე შიომ ჩემი ხელშეწყობითა და ვასაძის დაფინანსებით გახსნა. ჩვენ სამივე ბავშვობის მეგობრები ვართ და მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, სხვადასხვა საკითხებზე განსახვავებული პოზიციები გვქონდეს, ჩვენს მეგობრობას პრობლემები არ ექმნება. რაც შეეხება 17 მაისთან დაკავშირებულ თემას, მე ჩემი პოზიცია არაერთხელ დავაფიქსირე, რომ ძალადობა დაუშვებელია როგორც ერთ, ისე მეორე მხარის მიერ. ლევან ვასაძეს ამ საკითხზე თავისი აზრი აქვს, რაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენს ურთიერთობას ხელს არ უშლის", - განაცხადა მარგველაშვილმა.