PACE-ში საქართველოსთან დაკავშირებით დებატების გამართვას რუსეთის მხარდამჭერი დეპუტატები არ დაეთანხმნენ

PACE-ში საქართველოსთან დაკავშირებით დებატების გამართვას რუსეთის მხარდამჭერი დეპუტატები არ დაეთანხმნენ"

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, PACE-ში საქართველოსთან დაკავშირებით დებატების გამართვას რუსეთის მხარდამჭერი დეპუტატები არ დაეთანხმნენ.

"ბატონი ანდრეას გროსი, რომელიც ევროსაბჭოში ცნობილია რუსეთის ფედერაციის აქტიურ მხარდამჭერად, გახლდათ სწორედ ინიციატორი იმისა, რომ არ გამართულიყო დებატები საქართველოში გაუარესებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, სასურველი იქნებოდა ასეთი დებატების გამართვა, თუმცა ამჯერად ასამბლეამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მათ მოისმინეს როგორც პრეზიდენტის, ასევე პრემიერ-მინისტრის მოსაზრება საქართველოში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით და ამის გამო გადაწყვიტეს სხვა ფორმატებში გაგრძელდეს საქართველოში შემქნილი მძიმე ვითარების გარეშემო მსჯელობა", - განაცხადა თაქთაქიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზაფხულის სესიაზე "საქართველოში სიტუაციის გაურესების შესახებ" დებატების გამართვის ინიციატივით ევროპის სახალხო პარტია გამოვიდა. აღსანიშნავია, რომ რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ალექსეი პუშკოვმა იმთავითვე განაცხადა, რომ მხარს არ უჭერს ასეთი დებატების გამართვას. მოგვიანებით, ბიუროს სხდომაზე ეს სახელწოდება შეიცვალა სახელწოდებით "დებატები საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ", თუმცა საბოლოოდ საქართველოს თაობაზე დებატების გამართვას 58-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 73-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.