ნუცუბიძეზე აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ნუცუბიძეზე აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

გაზის გაჟონვის შედეგად გამოწვეული აფეთქებით, ნუცუბიძის ქ.#57-ში მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების სააგენტოდან აცნობეს, აფეთქების შედეგად, ასევე ერთი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა საცხოვრებელ სახლში მოხდა.

სხვა დეტალები ამ მომენტისთვის უცნობია. აფეთქების შედეგად 30 კვ.მ ფართობზე ხანძარი გაჩნდა. ადგილზე ხუთი სახანძრო ბრიგადაა მობილიზებული.