ბიძინა ივანიშვილის შემცვლელზე მთავრობაში საუბარი უკვე დაწყებულია

ბიძინა ივანიშვილის შემცვლელზე მთავრობაში საუბარი უკვე დაწყებულია

პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის შემცვლელზე მთავრობაში საუბარი უკვე დაწყებულია. ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა განუცხადა.

"შემცვლელზე საუბარი, ბუნებრივია, ხორციელდება, მაგრამ ამ დეტალებზე საჯაროდ საუბარი ჩემი კომპეტენცია არ არის", – განაცხადა მარგველაშვილმა.

რაც შეეხება განათლების მომავალ მინისტრს, მარგველაშვილმა ამ კითხვას არ უპასუხა და ჟურნალისტები პრემიერთან გადაამისამართა.

ამასთან, დღეს პრესაში რამდენიმე გვარი დასახელდა - დავით უსუფაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, ლევან ვასაძე და თეა წულუკიანი.