სექტემბრიდან სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლები ხელფასები იზრდება

სექტემბრიდან სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლები ხელფასები იზრდება

სექტემბრიდან სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლების ხელფასები იზრდება.

ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"სექტემბრიდან სამინისტროს ინიციატივით, სკოლების ადმინისტრაციას ხელფასი მოემატება. სკოლის დირექტორის მოადგილეებს ჰქონდათ 335 ლარი და ახლა ექნებათ 400 ლარი, ბუღალტერს ჰქონდა 235 ლარი და ახლა ექნებათ 320 და ა.შ. ამ მომატების პრეზენტაციას მოგვიანებით გავაკეთებთ", - განაცხადა მარგველაშვილმა.