ბიძინა ივანიშვილმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალი ყვავილებით შეამკო

ბიძინა ივანიშვილმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალი ყვავილებით შეამკო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.

პრემიერის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ისრაელში ვიზიტის ფარგლებში ოფიციალური შეხვედრების დაწყებამდე ბიძინა ივანიშვილმა ჰოლოკოსტის მუზეუმი დაათვალიერა. მან იერუსალიმის მთაზე მდებარე ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალი "იად ვაშემი" ყვავილების გვირგვინით შეამკო, რითაც პატივი მიაგო ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას.

დასასრულს, ბიძინა ივანიშვილმა საპატიო სტუმრების წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ისრაელში 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება.