სოსო ცისკარიშვილი პრემიერ-მინისტრის განცხადებით მოხიბლული არ არის

სოსო ცისკარიშვილი პრემიერ-მინისტრის განცხადებით მოხიბლული არ არის

"დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის" პრეზიდენტი, სოსო ცისკარიშვილი პრემიერ-მინისტრ, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საპრეზიდეტო არჩევნების შემდეგ თანამდებობიდან წასვლის შესახებ, მოხიბლული არ არის.
როგორც სოსო ცისკარიშვილმა დღეს "პრაიმტაიმის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იგი ვერ გაიზიარებს მოსაზრებას, რომ ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტები ნოემბრისთვის ისეთი მყარი იქნება, რომ მას აღარ დასჭირდება მართვის მკაფიო ინსტიტუტი.
"არ ვარ დარწმუნებული სცენარი ჩვენი პოლიტიკური არსებობისა იმ გზით განვითარდეს, რომ ბიძინა ივანიშვილმა მოგვარებულად ჩათვალოს ყველა ის პრობლემა, რომლის არსებობამაც იგი აიძულა პოლიტიკაში მოსულიყო", - განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.
მისივე თქმით, შეშფოთებას იწვევს განცხადება იმ კუთხით, რომ იგი არ წაადგება კოალიციის მიერ დასახელებულ საპრეზიდენტო კანდიდატს, გიორგი მარგველაშვილს და ასევე, გაუგებრობაში ამყოფებს იმ უცხოელ კოლეგებს, რომლებთან შეხვედრასაც ნოემბრამდე ბიძინა ივანიშვილი აპირებს.
რაც შეეხება პრემიერ-მინისტრობის სავარაუდო კანდიდატებს, ცისკარიშვილის განმარტებით, მათ ვინაობაზე საუბარი ამ ეტაპზე ჭორაობა იქნებოდა.