დასაჭერთა სია: ძმები გაჩეჩილაძეები, ბურჯანაძე, გეგიძე, ობგაიძე, გლურჯიძე

დასაჭერთა სია: ძმები გაჩეჩილაძეები, ბურჯანაძე, გეგიძე, ობგაიძე, გლურჯიძე

„არჩვენების შემდეგ ძირითადი დარტყმა ბურჯანაძეისა და გაჩეჩილაძის გარემოცვას უნდა მიეღო. ყოველ შემთხვევაში ამაზე მეტყველებს ეს ე.წ. დასაჭერთა სიები. ესაა დაახლოებით 150 კაციანი სია, სადაც პირველი 50 კაცში შედიოდნენ სწორედ ბურჯანაძისა და გაჩეჩილაის თანამოაზრეები“ - ამ განცხადებას თავისუფალი საქართველოს პოლიტიკური მდივანი ნინუკა ბორჩხიძე აკეთებს და დასაჭერთა სიას ავრცელებს. „ამ სიების ნაწილი ქალბატონ ბურჯანაძესაც ქონდა ნანახი. დასაჭერი ადამიანების სია ნანახია მანამ სანამ მას აღმოაჩენდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში იყო იგივე სიები. დასაჭერთა სიაში იყვნენ გია გაჩეჩილაძე, შოთიკო გლურჯიძე, ლევან გაჩეჩილაძე, ბიძინა გეგიძე, შალვა ობგაიძე დ გია ბურჯანაძე. ოქტომბრის არჩევნების შემდეგ უნდა დაეჭირათ ესენი. სიაში იყვნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებიც, ძირითადათ აქტივისტები“ - აცხადებს ბორჩხიძე პრაიმ-თაიმთა საუბარში.