ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე დღეს საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ დებატები გაიმართება

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე დღეს საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ დებატები გაიმართება

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე დღეს საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ დებატები გაიმართება.

ამის შესახებ საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ საზაფხულო სესიის დღის წესრიგშია აღნიშნული.

აღსანიშნავია, რომ "საქართველოში სიტუაციის გაურესების შესახებ" დებატების გამართვა ევროპის სახალხო პარტიამ მოითხოვა, თუმცა ბიუროს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს შესახებ დებატები დღის წესრიგში შევიდა არა EPP-ის მიერ შეთავაზებული სახელწოდებით, არამედ შემდეგი დასათაურებით - "საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ".

ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო პლენარული სესია სტრასბურგში 24-28 ივნისს იმართება.