მარგველაშვილს სააკაშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება გამართლებულად არ მიაჩნია

მარგველაშვილს სააკაშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება გამართლებულად არ მიაჩნია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ გიორგი მარგველაშვილს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება გამართლებულად არ მიაჩნია.

როგორც მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოში ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად უნდა მოხდეს დემოკრატიულად დადგენილ საზღვრებში ხელისუფლების ცვლა.

"ეს დემოკრატიული სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, ოქტომბრამდე უნდა მოვითმინოთ და ოქტომბერში უნდა დასრულდეს ის, რაც დასამთავრებელია. რთულია ისეთ პირობებში ყოფნა, როცა ყველა ჩემს ინიციატივას პიროვნულად უპირისპირდება, ვეტოს ადებს და ჩასული არ ვარ სადღაც, რომ მეორე დღეს ისიც იქ ჩადის და ყველაფერს კუდებს აბამს, ამის მიუხედავად, სააკაშვილი ოქტომბერში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა წავიდეს და ამ დრომდე უნდა მოვითმინოთ", - განაცხადა მარგველაშვილმა.