სკანდალური ვიდეოფირების თაობაზე ინფორმაციას ევროსაბჭოს საპარლმენტო ასამბლეის პრეზიდენტი გაეცნო

სკანდალური ვიდეოფირების თაობაზე ინფორმაციას ევროსაბჭოს საპარლმენტო ასამბლეის პრეზიდენტი გაეცნო

სამალავებში აღმოჩენილი სკანდალური ვიდეოფირების თაობაზე ინფორმაცია, ევროსაბჭოში ქართული დელეგაციის წარმომადგენლებმა საპარლმენტო ასამბლეის პრეზიდენტს გააცნეს. როგორც დეპუტატმა თინა ხიდაშელმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ჟან კლოდ მინიონს დღეს დილით შეხვდა, გააცნო ყველა სიახლე, რასაც ქვეყანაში აქვს ადგილი და მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც გამოძიების მიმდინარეობის კვალდაკვალ ხდება ცნობილი. 

"როგორც იცით, ჩანაწერები თან მაქვს წამოღებული. ბუნებრივია, ჩვენ შევთავაზეთ, რომ თუკი ეჭვი ეპარებათ ჩვენ ნათქვამში, შეუძლიათ, საკუთარი თვალით ნახონ, მაგრამ ჯერ ასეთი ეჭვი არავის გამოუთქვამს. ჩვენი მხრივ სრულ მზადყოფნაში ვართ. მთელი მასალა აქ გვაქვს და ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ეჭვი შეეპარება იმ ისტორიის სიმართლეში, რომელსაც ჩვენ აქ ვყვებით, შეუძლიათ საკუთარი თვალით ნახოს. თუმცა, იმედი გვაქვს, რომ აქ ამ ვიდეობის ჩვენება საჭირო არ გახდება", - აცხადებს თინა ხიდაშელი.