"პრემიერ-მინისტრი ბევრად უფრო რთულ სფეროში ინაცვლებს, ვიდრე სახელმწიფო მმართველობაა"

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, "პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი არსად არ მიდის, ის ბევრად უფრო რთულ სფეროში ინაცვლებს, ვიდრე სახელმწიფო მმართველობაა".

ასე გამოეხმაურა მარგველაშვილი პრემიერ-მინისტრის მიერ ესტონურ გამოცემასთან გაკეთებულ განცხადებას.

"ვფიქრობ, რომ განსაკუთრებული ნდობა უნდა გვქონდეს ადამიანის, რომელმაც საქართველოს განვითარებას მრავალი ათეული წელი შეალია და რომელმაც უსისხლოდ დემოკრატიული გარდაქმნის სახით შეძლო "ნაციონალური მოძრაობის’’ შეცვლა. იგი ახალ დემოკრატიულ საქართველოს ქმნის. ვფიქრობ, მის განცხადებებს განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ. ბატონმა ბიძინამ წასვლის შესახებ ორი წლის განაცხადა, შესაბამისად, პატივი უნდა ვცეთ მის ხედვას. ბიძინა ივანიშვილი არსად არ მიდის, ის ინაცვლებს ბევრად უფრო რთულ სფროში, ვიდრე ეს სახელმწიფო მმართველობაა. ის ქართულ საზოგადოებაში ინაცვლებს, რომელიც დემოკრატიის ფუნდამენტური საფუძველია", - განაცხადა მარგველაშვილმა.

რაც შეეხევა ვადას, თუ კონკრეტულად როდის დატოვებს ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტს, მარგველაშვილი ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილს საზოგადოება ბოლომდე უნდა ენდოს, რადგან მან რაც დაგეგმა, ყველაფერი განახორციელა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ესტონურ გამოცემასთან საუბრისას განაცხადა, რომ ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებიდან რამდენიმე დღეში პოლიტიკიდან წავა